საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.
კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა.
სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. „ინტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა „უკანა ხედის“ ფოტომ კესარიას „ფოლოვერები“ დააბნია. „რაც კარგი აქვს აჩენს“, „რატომ გვაჩვენებს სულ ამ უკანალს“, „დაგცათ მეხი სუყველას“ – წერენ კესარიას გულშემატკივრები, რომლებსაც ფოტომოდელი ღიმილით პასუხობს.
სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ფოტომოდელმა ნახევრად უკრაინელი დედა პოპ-დივას გააცნო. ულამაზესი ქალბატონების ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.