წალენჯიხაში ტრაქტორი გადაბრუნდა: დაიღუპა ერთი ადამიანი

რამდენიმე ადამიანი თხილნარში მეზობლის დასახმარებლად ტრაქტორით მიდიოდა. ფერდობზე ასვლისას სატრანსპორტო საშუალებას საბურავი მოსძვრა, რის შედეგადაც ტრაქტორი გადაბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი თხილნარში მეზობლის დასახმარებლად ტრაქტორით მიდიოდა. ფერდობზე ასვლისას სატრანსპორტო საშუალებას საბურავი მოსძვრა, რის შედეგადაც ტრაქტორი გადაბრუნდა. შედეგად – ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.