სუს-ის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 14 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, რვა „იმპორტირებულია", კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. შემოტანილი შემთხვევებიდან ხუთი ტრაილერის მძღოლია.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“.

ბათუმში მაღაზია „დონას" კონსულტანტს კორონავირუსი დაუდგინდა

სამსახურის 38 თანამშრომელი კი კარანტინში იმყოფება. უკვე ჩატარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  შენობის სადეზინფექციო სამუშაოებიც.

„ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც შემხებლობაში იყო ინფიცირებულთან. ინფიცირებულია ერთ-ერთი დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი“, – განაცხადეს სუს-ში.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთის წყარო უცნობია.

ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი ინფიცირებულებთან კონტაქტია >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1510 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1253, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.