ყვითელი ამბები

ასეთი პოპულარული მშობლები ჰყავს თოშა ქებურიას მეუღლეს – ფოტოები

მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლეს, ულამაზეს მოდელს ქეთი ჟღენტს ახალგაზრდა დედა ჰყავს. ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია მრავალშვილიანი დედაა, თუმცა არაჩვეულებრივ ფორმაშია და შვილებთან დასავით გამოიყურება.
Sputnik

ყოფილ მოდელს ლიკა შენგელიას ქეთი ჟღენტი პირველი ქმრისგან ჰყავს. ის მეორედაა გათხოვილი და მეორე ქორწინებიდან სამი პატარა ვაჟი ჰყავს. ლიკა შენგელიას ყოფილი ქმარია არჩილ ჟღენტი, მასაც ჰყავს მეორე ოჯახი ლიკას მსგავსად და მეორე ცოლთან ერთი გოგონა ჰყავს. არჩილი კალათბურთის მწვრთნელია. ცოტა ხნის წინ ქეთიმ მშობლების ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა, რომელიც წლების წინ ერთ-ერთ ჟურნალშია დაბეჭდილი.

„დედა წარმატებული მოდელი იყო. მაგრამ იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. „ფორდის“ სააგენტოდანაც ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და დაანება მოდელობას თავი. მე არ მინდოდა მოდელობა, არც დედას, თუმცა წინააღმდეგი არ ყოფილა. უბრალოდ, არც უთქვამს - მიდიო. 10 წელი ჩოგბურთზე დავდიოდი და მერე ისევ მოდელობა გადავწყვიტე. თან სულ ამ სფეროში ვტრიალებდი – დედას მეგობრები, მეც მყავს მოდელი მეგობრები, ჩემი ნათლიები არიან თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე“, – აღნიშნა ქეთიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა. სექტემბერში თოშას და ქეთის ვაჟი - ბუბა ქებურია შეეძინათ. წყვილს გოგონაც ჰყავს - ორი წლის კატერინა. მათ სიყვარულზე ლეგენდები არ დადის, მაგრამ ერთი ცნობილია – თოშამ ქეთის ხელი კანის სანაპიროზე რომანტიკულ გარემოში სთხოვა. მანამდე ქეთის მშობლებს საფრანგეთში ერთად გამგზავრებაზე ნებართვა სთხოვა. წყვილმა ქორწილი ორჯერ გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა, ქეთი გადასარევ ფორმაშია. მოხდენილად პოზირებს ობიექტივის წინაშე და ტანწერწეტა ტანს სექსუალური საცურაო კოსტიუმით ხაზს უსვამს.