ყვითელი ამბები

ქართველი სელებრითების შვილები, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ – ფოტოები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოცხადდა. წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც, მათმა მშობლებმა კი ემოციები სოციალური ქსელის ხელმომწერებს გაუზიარეს.
Sputnik

წელს სტუდენტი გახდა პიარ-მენეჯერ ხატია შამუგიას და მომღერალ გურამ ლომიძის ვაჟი ნიკუშა ლომიძე. ბიჭმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ის უკვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ხატია შამუგიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებს ვერ ფარავს.

წელს ასევე სტუდენტი გახდა მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე. ის ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

მომღერლის ქალიშვილს დატვირთული წელი ჰქონდა, სწავლის პარალელურად ის ბენდის წევრია, რომელსაც კვირაში რამდენიმე კონცერტის ჩატარება უწევს, მაგრამ აშკარაა, ამან სწავლაში ხელი არ შეუშალა.