ყვითელი ამბები

„ჯეი ლომ მითხრა, ეს რა ლამაზი რაღაც გაცვიაო, კი არ ვუთხარი, ათლარიანი რაღაც რომ მეცვა“

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია მეუღლესთან ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.
Sputnik

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ერთ-ერთი ფილმის მასიურ სცენაში გადაიღეს, სადაც ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოპესიც მონაწილეობს. თოქ-შოუ „პროფილში“ ნუკი გამოტყდა, რომ გადაღებაზე საკმაოდ იაფიანი, თუმცა თვალშისაცემი ტანისამოსი ეცვა, რითიც ცნობილი ვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო და კომპლიმენტიც დაიმსახურა. „არ ვუთხარი, რომ ათლარიანი რაღაც მეცვა“, – აღნიშნა მსახიობმა.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია მეუღლესთან ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

ნუკი გამორჩეული ტელესახეა და ინფლუენსერობით არის დაკავებული, როგორც ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი. ახლა ის თბილისში იმყოფება პატარა ოლივერთან ერთად და ნოსტალგიურ სურათებს უფრო ხშირად აქვეყნებს.

ნუკი კოშკელიშვილმა საკმაოდ თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც საბუთები შეაგროვა და ამერიკისკენ გაეშურა. მას მაშინ უცნობი მამაკაცი – ექიმი ბენ ხაიმი ელოდა. როგორც ნუკი ჰყვება, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა და უცხო ქვეყანაში უცნობ კაცთან გაემგზავრებოდა. მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო. ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, ის გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, ნუკი და მისი მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ გამართულად ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს. თუმცა, სიტყვა „დედას“ გარკვევით ამბობს.