მთვარის კალენდარი: 1 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ეს დღე ძალზე ხელსაყრელია სამეცნიერო და ინტელექტუალური მუშაობისთვი, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებული საქმეებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ასტროლოგია.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, ხელმოწერა შეთანხმებებზე, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, ცოდნის გაღრმავება, მუშაობა გუნდში, მატერიალურ საკითხებზე მუშაობა.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, განსაკუთრებით ინდივიდუალურად, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, ზედმეტი დასვენება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ თმის შეჭრა ან შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, სჯობს, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან შემდეგ უკვე არახელსაყრელი დრო იწყება ამისთვის.

მებაღეობა: ხელსაყრელი დღეა ბოსტნეულის დარგვისთვის, ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.