„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბავშვთა უფლებების დასაცავად

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელზეც იმსჯელა და დაამტკიცა მე-9 მოწვევის პარლამენტმა, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
Sputnik
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბავშვთა უფლებების დასაცავად
„ვფიქრობ, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ ბავშვთა საუკეთესო უფლებები იყოს დაცული, მათ ჰქონდეთ მეტი გარანტია იმისთვის, რომ დაძლიონ სიღარიბე და მათი განათლებისა თუ  განვითარების პროცესში სახელმწიფომ მოიხადოს თავისი ვალდებულება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღეიდან ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი", რომელზეც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობდა, პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2019 წლის სექტემბერში მიიღო. მისი ამოქმედება 2020 წლის 1 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ამოქმედების ვადა შეიცვალა.