56 წლის ბრედ პიტს ახალი შეყვარებული ჰყავს. უცხოური მედიის ცნობით, ის 27 წლის გერმანელი მოდელი ნიკოლ პოტურალკია. მასმედიაში საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობი აეროპორტში გერმანელ მოდელთან ერთად შენიშნეს. მსახიობმა მასთან ერთად საფრანგეთში იმოგზაურა.
ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის მოდელი ნიკოლ პოტურალსკი გათხოვილია და ის და მისი 68 წლის ქმარი როლანდ მერი ღია ურთიერთობების მომხრეები არიან.
გავრცელებული ცნობით, მოდელმა და ცნობილმა მსახიობმა ერთმანეთი 2019 წელს ბერლინში, რესტორან Borchardt-ში გაიცნეს, რომელიც სწორედ პოტურალსკის ქმარს ეკუთვნის.
ნიკოლ პოტურალსკი ისეთ სააგენტოებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Management, Official Models, NEXT Models. მისი სამუშაო ფსევდონიმია ნიკო მერი. მან უკვე მოასწრო ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის გადაღება, როგორებიც არიან Harper’s Bazaar, ELLE, Grazia.
ბევრი საუბრობს ანჯელინა ჯოლისთან მის მსგავსებაზე – გაბერილი ტუჩები, სიგამხდრე, სახის გამოკვეთილი ნაკვთები. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ნიკოლი მისი მსოფლმხედველობით და ცხოვრების სტილით მნიშვნელოვნად განსხვავდება პიტის ყოფილი ცოლისგან: ის ხშირად მოგზაურობს, უყვარს მკვეთრი და მოდური ტანსაცმელი, აქტიურობს „ინსტაგრამის“ გვერდზე, არ ეშინია გამოხატოს სამოქალაქო პოზიცია, მხარს უჭერს მოძრაობას Black Lives Matter და იბრძვის იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ.
მისი ჩაცმის სტილი მოდელების კლასიკურ ყოველდღიურ სტილს ჰგავს – ტოპები, დაბალწელიანი შარვლები, მინიატურული ჩანთები, კედები და ა.შ. აქსესუარებიდან უყვარს ყელსაბამები და საყურეები. მისი მაკიაჟი ყოველთვის ნატურალურია, მკაფიო დეტალების გარეშე. სამაგიეროდ თამამად იხდენს მოდურ სათვალეებს და თავსაბურავებს.
ის ხშირად იღებს ფოტოებს მკვეთრი ფერის წინდებში. ამჯობინებს სპორტულ ფეხსაცმელს, ბოტასებს ან დაბალქუსლიან სანდლებს. სოციალურ ქსელში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გერმანელი მოდელი ძალიან ჰგავს ქართველ ფოტომოდელ მირანდა შელიას, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.