რა გველოდება სექტემბერში – თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დადგა შემოდგომაც. რას მოიტანს სექტემბერი, რას ამზადებენ ვარსკვლავები და პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ამის შესახებ გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპში.
Sputnik

თუ გსურთ, წარმატებებს მიაღწიოთ, ბედნიერი იყოთ პირად ცხოვრებაში და სამუშაო ასპარეზზე, გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და ისე იმოქმედეთ.

რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ>>

ვერძი

შემოდგომის პირველი თვე მრავალ დადებით ემოციას მოგიტანთსირთულეებისა და დაგებული ხაფანგების თავიდან აცილებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. შეძლებთ სხვების დახმარებას და საიმედო მოკავშირეებს შეიძენთ. პირად ცხოვრებაში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მარტოხელები შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მალე თქვენთვის ძალზე ძვირფასი გახდება. 

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 5, 6, 8, 14, 18, 19, 24, 29.

არახელსაყრელი დღეები: 1, 4, 10, 13, 17, 20.

თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

სექტემბერი ის დროა, როცა რამე ახალი უნდა ისწავლოთ. ამ თვეში თქვენში სწავლის წყურვილი და ფასეული უნარების მიღების სურვილი გაიღვიძებს. ახლობლები წინსვლისა და მწვერვალების დაპყრობის მოტივაციას მოგცემენ. ასტროლოგები გირჩევენ, თვის ბოლოს აუცილებლად გამონახოთ დრო დასვენებისთვის, სხვაგვარად, შესაძლოა, „გადაიწვათ“. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებზე ფხიზელი შეხედულებები შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 3, 4, 7, 8, 16, 17, 21.

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 6, 12, 19, 23.

ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ტყუპი

სექტემბერში ძალიან გაგიჭირდებათ, რომ „თავი არ დაკარგოთ“. ეცადეთ, არ გადავარდეთ უკიდურესობაში და დინების საწინააღმდეგოდ არ გაცუროთ. ეს მხოლოდ გაართულებს ვითარებას. „გამორთეთ“ ემოციები და იმოქმედეთ. სექტემბერში გარშემომყოფების დახმარებაც მოგიწევთ, ამიტომ დასვენება არ დაივიწყოთ. არ არის გამორიცხული ახალი სასიყვარულო ისტორიის დაწყება.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 6, 7, 10, 19, 20, 24, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 2, 8, 14, 17, 22, 26.

ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი

კირჩხიბი

თვის დასაწყისში გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, მაგრამ არ ინერვიულოთ – შია რიცხვებიდან ვითარება სტაბილური გახდება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, არ აჰყვეთ ირგვლივ მყოფთა მაპროვოცირებელ მოქმედებებს. მოუსმინეთ შინაგან ხმას და გულის კარნახით იმოქმედეთ. არ ღირს კონფლიქტებში ჩარევა.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 4, 8, 11, 12, 18, 21, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 14, 16, 19, 23, 24, 30.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას>>

ლომი

ამ თვეში გონების კარნახით უნდა იმოქმედოთ და არა გულისა და ემოციების. თუ გრძნობებს აჰყვებით, შეიძლება არაერთი სერიოზული ჩხუბის პროვოცირება მოახდინოთ ახლობელ ადამიანებთან. არ არის გამორიცხული საინტერესო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. სექტემბერში არც ახალი რომანის დაწყებაა გამორიცხული, მაგრამ რამდენად გადაიზრდება ის სერიოზულ ურთიერთობებში – ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 1, 2, 9, 14, 23, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 11, 19, 26.

მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი

ქალწული

სექტემბერი მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის. ეს ყველა უსიამოვნების გამკლავებაში დაგეხმარებათ და მათი რამე გლობალური მასშტაბის პრობლემაში გადაზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას მოგცემთ. ასტროლოგები გირჩევენ, თვის ბოლოს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და უბრალოდ, დინებას მიჰყვეთ. ასევე არ ღირს გარშემომყოფების რჩევების მოსმენა. თქვენი ინტუიცია და შინაგანი ალღო სწორ გზას მიგითითებთ.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 3, 11, 12, 16, 26, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 21, 28.

ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები>>

სასწორი

ასტროლოგების პროგნოზით, სექტემბერი თქვენთვის 2020 წლის ერთ–ერთი ყველაზე რთული თვე იქნება. სირთულეებისა და სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ უკიდურესობაში არ ჩარადეთ და გარშემომყოფებთან კონფლიქტში არ ჩაებათ. თვის ბოლოს თქვენი სასიცოცხლო ძალები ძალიან შემცირდება. თუმცა სასოწარკვეთას მიცემა არ ღირს – ყველა უსიამოვნებას ფიკლოსოფიურად შეხედეთ და გაითვალისწინეთ, რომ ყველა უსიამოვნება მომავალში თქვენთვის გაკვეთილად იქცევა.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 1, 5, 6, 14, 18, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 16, 17, 24, 25.

ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები

მორიელი

მორიელებს სექტემბერში სამსახურში ცოდაოდენი სირთულეები გელოდებათ. მცირე შეცდომები ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ამ თვეში ინერვიულებთ. სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეიძლება გარისკვაც, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, მოვლენებს წინ არ გაუსწროთ და გონებით იმოქმედოთ.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 3, 4, 7, 16, 17, 21

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 15, 19, 26.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

მშვილდოსანი

შემოდგომის პირველ თვეში მშვილდოსნები სამუშაოთი და საქმეებთან დაკავშირებული საკითხებით იქნებით გატაცებული. ეს პირად ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. არ არის გამორიცხული, დილემის წინაშეც დადგეთ: სიყვარული თუ კარიერა. დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, რომ ორივე სფეროში ყველაფერი კარგად იყოს.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 4, 8, 12, 18, 20, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 3, 5, 11, 17, 24. 

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის

თხის რქა

თხის რქები სექტემბერში მთელი თავით სამუშაოში გადაეშვებით. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ნეგატიური ტენდენციების გავლენა გვერდს აგივლით და თქვენს საქმიან და პირად ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება. გელოდებათ „ცხელ–ცხელი“ ამბები, ახალი ინფორმაცვიები, საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები. არ არის გამორიცხული, თქვენზე არაკეთილმოსურნეების მხრიდან გარკვეული ჭორები გავრცელდეს, მაგრამ გეყოფათ ნებისყოფა, რომ ამას ყურადღება არ მიაქციოთ.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 5, 8, 11, 12, 17, 22, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 3, 9, 13, 15, 23, 30.

რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

მერწყული

სექტემბერი მერწყულებისთვის კონფლიქტების თვეა. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ მოახერხებთ თავშეკავებას და მოთმინებას. შემოდგომის ეს თვე თქვენთვის სამუშაოს, სწავლასა და სიყვარულს შორის „გახლეჩის“ პერიოდი იქნება. ნუ ეცდებით ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას. აჯობებს, თუ სექტემბერს მშვიდ ვითარებაში გაატარებთ. ასტროლოგები ასევე გახსენებენ, რომ თუ ვინმეს რამეს დაჰპირდით, აუცილებლად უნდა შეასრულოთ – ამ თვეში უკვე „ვადა იწურება“.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 1, 5, 10, 13, 14, 18, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 9, 12, 15, 16, 23, 26, 30

რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

თევზები

სექტემბერში თევზებისთვის საუკეთესო იქნება მეგობრებისა და ახლობლების კომპანიაში ყოფნა. მარტოობის გამო, შესაძლოა, საკუთარ თავში ღრმად „ჩაიძიროთ“. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა და მიღება გარშემომყოფებისგან. ეს სერიოზულ პრობლემებსა და შინაგან სიცარიელეს აგაცილებთ თავიდან. ასტროლოგები გირჩევენ, ჩაცმას მიაქციოთ ყურადღება და ძველ დაუმთავრებელ საქმეებს მიხედოთ.

ხელსაყრელი დღეები სექტემბერში: 4, 11, 12, 16, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 9, 20, 23, 30.