ყვითელი ამბები

„ყოველდღიურად ვკარგავ წონას...“ – ხატია წერეთელი მძიმე დაავადებას ებრძვის

მომღერალმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მძიმე დაავადებას ებრძვის და ამის გამო ხშირადაა ცუდად.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მომღერალი ხატია წერეთელი ანორექსიას ებრძვის. მომღერალმა აღნიშნულის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ უჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობაც უქვეითდება.

მომღერლის თქმით, ბევრჯერ ჰქონდა ამ დაავადების გამო მძიმე წუთები ცხოვრებაში.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“ იხილა. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ.