მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი არეულობის შეჩერების ერთადერთ გზას ასახელებს: პოსტი Twitter-ზე

ქალაქში უკვე მესამე თვეა არ ცხრება საპროტესტო აქციები, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ამერიკულ ქალაქებში დემოკრატების პარტიის მიერ მართული ძალადობის შეწყვეტა მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

​„ერთადერთი გზა კრიმინალის მაღალი დონის მქონე ქალაქებში ძალადობის შესაჩერებლად, რომლებსაც დემოკრატები მართავენ — ეს ძალაა!“ — წერს ამერიკის ლიდერი.

მანამდე ტრამპმა, პორტლენდში მიმდინარე არეულობის ფონზე, ქალაქის მერ ტედ უილერს მოუწოდა, შეეყვანა იქ ეროვნული გვარდია.  

საქმე ისაა, რომ ქალაქში უკვე მესამე თვეა არ ცხრება საპროტესტო აქციები, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. მოქმედ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.