საქართველოში დაცხება - 1 სექტემბრიდან სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას ელოდებიან

სექტემბრის პირველ რიცხვებში დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. 1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მოიმატებს, ხოლო მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია და ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამ დღეებში ბარში მოსალოდნელია 33-38 გრადუსი, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში 30-35 გრადუსამდე სითბო.

1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.