როდის იქნება მზად ღორის აფრიკული ჭირის ვაქცინა

რუსი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შემდეგი წლის ბოლოს იქნება მზად
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოსკოვის ვეტერინარული აკადემია სხვა ინსტიტუტებთან ერთად მუშაობს  ღორის აფრიკული ჭირის ვაქცინაზე, პრეპარატი შესაძლოა შემდეგი წლის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორმა სერგეი პოზიაბინმა.

„აკადემია წარმოადგენს ღორის აფრიკული ჭირის ვაქცინის შემუშავების ერთ-ერთ ბაზას. ეს განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების კომპლექსური პროგრამაა“, - განაცხადა მან.

ბუბონური შავი ჭირი: მონღოლეთში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

პოზიაბინის თქმით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შემდეგი წლის ბოლოს იქნება მზად.

ღორის აფრიკული ჭირი - ღორის გადამდები დაავადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სერიოზულ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, რადგან ცხოველებში ჭირი არ იკურნება და ვაქცინაციას არ ექვემდებარება. დაავადების შეჩერება მხოლოდ კარანტინის ღონისძიებებითაა შესაძლებელი.

რუსეთში პრიმორიეს მხარეში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის გამო ორშაბათს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. რეგიონში დაავადების 40 კერა დაფიქსირდა, საიდანაც მოქმედია 24, მათ შორის ოთხი ველურ ბუნებაში ჩუგუევის რაიონში. ასევე კერები დაფიქსირდა სხვა რაიონებშიც.