მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დღეს, საღამოს დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი მოუახლოვდება

დედამიწას პოტენციურად სახიფათო ორი ასტეროიდი უახლოვდება, რომელთაგან ერთი ჩვენს პლანეტას დღეს, საღამოს ჩაუვლის.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი სახელწოდებით 2011 ES4 დღეს, თბილისის დროით 20:12 საათზე დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება, იუწყება მსოფლიო მასმედია NASA-ზე დაყრდნობით.

კოსმოსური კვლევების სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი, რომლის ზომაც 22-დან 50 მეტრამდეა, დედამიწას 120 ათასი კმ მანძილზე ჩაუვლის წამში 8,16 კილომეტრის სიჩქარით. შედარებისთვის: მთვარე ჩვენი პლანეტიდან 384,4 ათასი კმ-ით არის დაშორებული.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთი ასტეროიდი 2018 VP1 დედამიწას მინიმალურ დაშორებაზე 2 ნოემბერს მოუახლოვდება დაახლოებით 19:33 საათზე (თბილისის დრო) და 384 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს მას.

NASA-ს ინფორმაციით, იმის ალბათობა, რომ ასტეროიდი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა, 0,41%-ს, ანუ 240-დან ერთ შანსს შეადგენს.