ყვითელი ამბები

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს – ფოტოები წვეულებიდან

ერთ-ერთმა პოპულარულმა წყვილმა – თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს. ნახეთ ფოტოები არაჩვეულებრივი წვეულებიდან.
Sputnik

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­სა და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა და ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­და.

ტელეწამყვანები თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­ნიშნენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო.

ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა PosTV-ში გა­იც­ნო, სა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­დათ. მა­რი­ტას და თე­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ცნო­ბილ მო­დელ­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალს წარ­სულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც წლებს ით­ვლი­და.

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და მოდელი, თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მათი ერთად მარტო ცხოვრება ვერ მოხერხდა. მარიტა ამბობდა, რომ შერიგებას არც ერთი არ ფიქრობს. როგორც ცნობილია, მარიტას და ჯეჯის სიყვარული მეგობრობიდან დაიწყო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და თემო სა­ჯა­ი­ა­საც, რო­მე­ლიც თით­ქმის ქორ­წი­ლამ­დე მი­ვი­და. მომ­ღე­რა­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ბა­ლე­რი­ნა ნინა სა­მა­დაშ­ვილს და­შორ­და, რო­მელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­და.