ყვითელი ამბები

მაია ასათიანის ახალი გრანდიოზული ტატუ ინტიმურ ადგილზე – ფოტო ტელეწამყვანის „ინსტაგრამიდან“

მაია ასათიანმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი ინტიმური ტატუს ფოტოები გაუზიარა. ნახეთ ტელეწამყვანის ტატუ.
Sputnik

მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ტელეწამყვანს თეძოზე ახალი ტატუ აქვს. ცნობილია, რომ ის ტატუების დიდი მოყვარულია. მას სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს და დროდადრო საზოგადოებას მათ ფოტოებს უზიარებს.

ტელეწამყვანს თავის მოვლის პროცედურებიც ძალიან უყვარს. გულახდილი სელებრითი არ მალავს, რომ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე სოციალურ ქსელში გააქტიურდა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ რუტინას სულ უფრო და უფრო ხშირად უზიარებს.