მთვარის კალენდარი: 31 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 30 აგვისტო, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მერწყულის დღეებში იღვიძებს ინტერესი ყოველივე ახლისადმი, მოდის მოულოდნელი იდეები. კარგად მიდის ახალი წამოწყებები, გარდაქმნები, ავანტიურული პროექტები, მატულობს იღბლიანობა.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კარგი დღეა ინფორმაციების მოძიების, გუნდური მუშაობის, სამეცნიერო საქმიანობის, კვლევებისთვის. ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, ნებისყოფის, ამტანობის, სიმტკიცის გამოჩენა მუშაობისას, სადავო საკითხების გადაჭრის უნარის გამოვლენა, კონფლიქტების მოგვარება, კომპრომისების მოძებნა, ფინანსური ოპერაციები, მაგრამ შემოსავლების ნაწილი, სასურველია, ქველმოქმედებას მოახმაროთ.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების კეთება, განსაკუთრებით, რომლებსაც თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ახალი წამოწყებები, აჩქარება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის არახელსაყრელი დღეა, მაგრამ შეღებვისთვის კარგი დროა.

კარგი დღეა ფრჩხილების მოვლისთვის.

მებაღეობა:შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა. განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.