„იმპორტი" ჭარბობს: ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა შემოტანილია

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 220 ინფიცირებული მკურნალობს. ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შვიდი დადგენილ შემთხვევებთან კონტაქტია, 11 კი „იმპორტირებული", განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, 11 შემოტანილი შემთხვევიდან ორი ტრაილერის მძღოლია.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 220 ინფიცირებული მკურნალობს. ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი.

„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 1240-ია, პროცენტული მაჩვენებელი 83%-ია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1487 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1240, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 58524 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 221 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.