მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაღესტნელმა ექიმებმა ქალს კუჭიდან მეტრიანი გველი ამოუღეს: ვიდეოკადრები საოპერაციოდან

ყოვლად უჩვეულო ქირურგიული ოპერაციის ვიდეოკადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. დაღესტნელმა ექიმებმა პაციენტ ქალს კუჭიდან ერთი მეტრი სიგრძის გველი ამოუღეს. ოპერაციის ამსახველი კადრები Facebook-ზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

ვიდეოს აღწერილობიდან ირკვევა, რომ დაღესტნის სოფელ ლევაშში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ხის ძირში ეძინა, რა დროსაც გველი ჩაუძვრა პირში და ამ გზით ჩააღწია კუჭამდე.