მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს ულამაზესი ქალი ქუჩაში ნახევრად შიშველი გამოჩნდა

მანამდე ბელა ჰადიდი მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს, ვინაიდან კვლევამ აჩვენა, რომ მისი პროპორციები ყველაზე ახლოსაა იდეალურთან.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სუპერმოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც მანამდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს „ოქროს კვეთის“ ფორმულის მიხედვით, კრიტიკის ობიექტად იქცა.

„ოქროს კვეთის“ ფორმულა: დასახელდა მსოფლიოს ულამაზესი ქალი>>

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მოდელის ზედმეტად შილიფი ჩაცმულობა გახდა.

ფოტოზე, რომელიც ჰადიდის ფან–აკაუნტზე გამოქვეყნდა Instagram-ზე, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი მოდელია აღბეჭდილი — აზღუდის გარეშე, ბრენდ Nensi Dojaka-ს გამჭვირვალე კოსტიუმში.

ჰადიდის თაყვანისმცემლებმა ჩაცმულობა ზედმეტად თამამად, ხოლო მოდელის შესახედაობა — გამომწვევად და დაუდევრად შეაფასეს.