ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.