თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში მაშველებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც სარწყავ არხში ჩავარდა.
პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა, როდესაც 35 წლის მამაკაცი არხის პირას მამასთან ერთად თევზაობდა.
ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ >>
საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ბრიგადა და მყვინთავები მონაწილეობდნენ.