„რთველი 2020“-ის ფარგლებში 700 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში გადამუშავებულია 740-მდე ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადამუშავებული ყურძნის საფასური 739 ათას ლარს შეადგენს. ძირითადად გადამუშავებულია რქაწითელი და საადრეო სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ოფიციალურად რთელი წელს 24 აგვისტოს დაიწყო.

ლატვია ქართულ ღვინოს ეცნობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

30 აგვისტოს მონაცემებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.

გადამუშავებული ყურძენი სპეციალური პროგრამის მეშვეობით აღირიცხება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და განახლებული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ონლაინ რეჟიმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.