ყვითელი ამბები

„თმა მიხდება?“ - ასე გამოიყურება ქერათმიანი ნინო ჩხეიძე - მომღერლის რადიკალური ცვლილება

ნინო ჩხეიძემ ვარცხნილობა შეიცვალა და Instagram-ზე გამოკითხვა ჩაატარა. ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი ქერა თმით და მოკლე ვარცხნილობით.
Sputnik

ნინო ჩხეიძის თაყვანისმცემლები მის ოფიციალურ გვერდზე გაერთიანდნენ. მომღერალმა Instagram-ის გამოკითხვა გამოიყენა და ერთგვარი ინტერაქტივი მოაწყო. კითხვას, უხდება თუ არა მას ქერა თმა, უამრავი ფანი გამოეხმაურა. ნინო ჩხეიძე ახალი ვარცხნილობით საუცხოოდ გამოიყურება. ელეგანტურ მომღერალს სტილის შეცვლა და იმიჯის გარდასახვა ნაკლებად სჩვევია. მას ხშირად კლასიკური სამოსი აცვია და თმა მუდამ შავად აქვს შეღებილი. თვითიზოლაციის დროს კი ძველი სურათი აღმოაჩინა, რომელზეც, სავარაუდოდ, პარიკი აქვს. აშკარაა, რომ ქერა თმა ძალიან უხდება. თუმცა გამოკითხვის შედეგიც არ ყოფილა გასაკვირი. ნინო ჩხეიძის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, რომ გრძელი შავი თმა მომღერალს ბევრად უხდება. 70%-მა ახლანდელი იმიჯის სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო 30%-ის აზრით, ნინოს ქერა თმა უხდება.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.