COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს

სამ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მილიონებს ითვლის: აშშ-ში დაინფიცირდა 5 963 235, ბრაზილიაში – 3 846 153, ინდოეთში – 3 542 733
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, ამას მოწმობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები, რომელიც აჯამებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია: მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის დროით 18:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 25 042 382-ს, გარდაიცვალა 843 286 ადამიანი.

სამ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მილიონებს ითვლის: აშშ-ში დაინფიცირდა 5 963 235, ბრაზილიაში – 3 846 153, ინდოეთში – 3 542 733.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.