ყვითელი ამბები

„რომელია დედა?“ – ულამაზესი დედა-შვილი აჭარიდან, რომლებიც დებს უფრო ჰგვანან – ფოტოები

ამ სტატიაში გაგაცნობთ აჭარელ გოგონას და მის ულამაზეს დედას, თუმცა ფოტოების ნახვისას შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომელია ამათგან დედა და რომელი – შვილი.
Sputnik

სოციალურ ქსელებში სულ უფრო პოპულარული ხდება აჭარელი მოდელი ლორენა ზოიძე, რომელიც 18 წლისაა. მისი ფოტოები „ინსტაგრამს“ და „ფეისბუქს“ ამშვენებს.

ლორენას დედა ქრისტინა სოციალურ ქსელებში აქტიური აღარ არის. შვილის „ინსტაგრამზე“ ერთად გადაღებულ რამდენიმე ფოტოს თუ ნახავთ, რომელთა ნახვის შემდეგ გაგიჭირდებათ მშობლის და შვილის გარჩევა.

ბოლო დროს გოგონამ ინფლუენსერობაც დაიწყო. „ინსტაგრამზე“ ლორენას 49 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა სარეკლამო პოსტებსა თუ ფოტოებს გადაღებებიდან.

როგორც ჩანს, მისი გული უკვე დაკავებულია. მოდელი ხშირად აქვეყნებს სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილის ურთიერთობა წლებს ითვლის, თუმცა დაქორწინებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

ცოტა ხნის წინ ლორენამ ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მის ხელმომწერებს შვილი ეგონათ, თუმცა მოდელმა აღნიშნა, რომ შვილი არ ჰყავს.