კახეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

საწარმოში 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. კახეთის რეგიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კახეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

საწარმო გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ქართული აგრო პროდუქტი“ სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა, აღნიშნავენ უწყებაში.