ყვითელი ამბები

„როგორ დავჭრათ ხახვი?“- ანუკი არეშიძემ ხახვის უცრემლოდ დაჭრის უცნაურ ხერხს მიმართა - ვიდეო

დიზაინერის ვიდეო განწყობას აგიმაღლებთ. ანუკი არეშიძემ ხახვის დაჭრის ორიგინალურ მეთოდს მიმართა. ნახეთ დიზაინერის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ.
Sputnik

ანუკი არეშიძემ ერთ უცნაურ და არაორდინალურ ხერხს მიმართა. დიზაინერი დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს. ნახეთ დიზაინერის მიერ გამოქვეყნებული სახალისო ვიდეო...

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. თუმცა, ვირუსის გამო ანუკი არეშიძემ ვაჟების გასართობი ოთახიდან სამზარეულოში გადაინაცვლა. ორიგინალურმა დიზაინერმა ხახვის დაჭრის ახალ ხერხს მიმართა. მან მზის სათვალე მოხდენილად მოირგო, ხახვი საჭრელ დაფაზე მოათავსა და ხახვის დაჭრა დაიწყო. ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანური ხრიკი გულგრილს არ დაგტოვებთ. ყოფილმა მოდელმა ცრემლების საწინააღმდეგოდ და ხახვისგან თვალების დასაცავად მზის სათვალე გამოიყენა. შესაბამისად, უამრავი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა.

სახლში დარჩენილი დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით წარმოთქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. საზოგადოებას ნიკოლა კალაძე მშობლებმა გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. ანუკის და კახა კალაძეების უმცროსმა ვაჟმა ლაპარაკი დაიწყო.