ანა კორძაია-სამადაშვილი: „ალბათ ადამიანის მართვის ყველაზე კარგი მექანიზმი დაშინებაა“

ანა კორძაია-სამადაშვილი საუბრობს შიშის ფაქტორზე, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ბავშვობიდან მოყოლებული დიდობამდე გასდევს.
Sputnik
ანა კორძაია-სამადაშვილი: „ალბათ ადამიანის მართვის ყველაზე კარგი მექანიზმი დაშინებაა“
„თუ გაიხსენებთ ბავშვობიდან მოყოლებული რამდენი რამით ან ვინმეთი გვაშინებენ ხოლმე?- ესაა ტომრიანი ძიები, სიბნელეში არსებული ბუები, მილიციონერები, დეიდა თამარა, რომელიც კაცმა არ იცის ვინაა. შემდეგ საბავშვო ბაღში გვიკითხავენ საშინელ ზღაპრებს, თუ დაკვირვებიხართ „წიქარას“ სიუჟეტს, ალბათ, დამეთანხმებით.“- ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი საჯარო ლექციაზე ილიას უნივერსიტეტში.

მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ამბობს: „როცა სკოლაში შევედი, პროგრამაში შედიოდა მოთხრობა „ღვინია გადაიჩეხა“ და ისიც შიშზეა აგებული, ასევე მოხდა უმაღლესშიც. მოკლედ, მთელი ცხოვრება გვაშინებენ, სულ შიშში ვართ. ერთხელ და სამუდამოდ დავშინდით, მორჩა და გათავდა!“