თბილისის ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

დაწყებულია გამოძიება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კვების ერთ-ერთ ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცი ამ ობიექტზე მუშაობდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.