„წითელი ხიდის“ საბაჟოზე მძღოლებს საქართველოდან არადეკლარირებული სიგარეტი გადაჰქონდათ

არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი მთლიანად გამოვლენილია და ამოღებულია. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანში მებაჟეებმა გამოავლინეს სატვირთოების მძღოლების მიერ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში შეტანის რამდენიმე მცდელობა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ საბაჟოს დასავლეთის ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სიგარეტის გადატანის ხუთი მცდელობა აღკვეთეს - საერთო ჯამში 5400 სიგარეტის ღერი. არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის გატანის ფაქტები გამოვლინდა სატვირთო ავტომობილების საქართველოდან აზერბაიჯანში შესვლის დროს განხორციელებული შემოწმებისას.

აღნიშნულია, რომ ყველა არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი გამოვლენილია და ამოღებულია. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.