საქართველოში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

პრესტიჟული ფესტივალი მაყურებლებს ქართული და სხვა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ბოლო სიახლეებს გააცნობს
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. დოკუმენტური კინოს რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi 30 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ჩვენ ვქმნით ემოციებს“ - წელს ფესტივალი ერთიანდება ამ სლოგანის გარშემო და მაყურებელს ნამდვილი და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

ნანა ჯორჯაძის ფილმის პრემიერა გაიმართება კინოფესტივალზე „ამურის შემოდგომა“

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. კინოფესტივალი მოიცავს რამდენიმე მოედანს და მაყურებლებს მათთვის სასურველ ადგილას უახლესი დოკუმენტური ფილმების ნახვის საშუალებას მისცემს.

მაყურებლებმა უკვე ნახეს ფილმები ფესტივალის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის ფარგლებში - 18-28 აგვისტოს სატელევიზიო ფორმატში. გარდა ამისა, ფესტივალი გეგმავს უფასო ონლაინ-ჩვენებებს ვებგვერდზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე - ღია ცის ქვეშ კინოთეატრში Cavea Drive ლისზე, კავკასიის სახლში და სასტუმრო Stamba-ში.

CinéDoc-Tbilisi-ს გახსნა გაიმართება 30 აგვისტოს კინოთეატრ Cavea Drive-ში - იქნება ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“, რომელზეც მუშაობდნენ ჟურნალისტი ნინო ორჯონიკიძე და რეჟისორი ვანო არსენიშვილი.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის და CinéDOC-Tbilisi-ს თანამშრომლობის ფარგლებში იქნება ნაჩვენები ოთხი საავტორო ფილმი. ფესტივალი ასევე ტრადიციულად მოიცავს საქართველოს რეგიონებს, ამიტომ მინი-ფესტივალები გაიმართება დუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულში.

წლევანდელ პროგრამაში ორგანიზატორებმა წარადგინეს შვიდი სექცია: International Competition - მთავარი სექცია, რომელშიც რვა ახალგაზრდული ფილმი მონაწილეობს, Focus Caucasus, სადაც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და რეგიონული ფილმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ქართული ფილმი „დასაწყისი“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

ასევე ფესტივალის პროგრამაშია ისეთი სექციები, როგორიცაა Swiss DOX, რომლის ფარგლებში მაყურებელი შვეიცარიულ კრეატიულ დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს ნახავს.

სექციაში Guest Country ფინური დოკუმენტური ფილმები იქნება წარმოდგენილი.

ასევე საინტერესოა CineDoc Young სექცია, რომლის ფარგლებში ჩვენებები მოზარდებისა და ახალგაზრდა თაობისთვის იმართება.

აგრეთვე აღსანიშნავია EroticDox Special Screenings – კონკურს გარეშე ორი სპეციალური სექცია.

CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია კავკასიაში. ფესტივალის მიზანია - დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია. ფესტივალი საქართველოში 2013 წლიდან იმართება.