პუტინმა „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გალინა კოჟინა რუსეთის ტელემაუწყებლობის ციფრულ ფორმატზე გადასვლის პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „მია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გალინა კოჟინა ღირსების ოდენით დააჯილდოვა, იუწყება РИА Новости.

„რუსეთის ტელემაუწყებლობის ციფრულ ფორმატზე გადასვლის პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით კოჟინა გალინა - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „მია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე“, - ნათქვამია შესაბამისი ბრძანებულების ტექსტში, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.