მსოფლიო დღეს

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთთან კრიზისის ფონზე სამხედრო სწავლებას იწყებს

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების ბოლო გამწვავება მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთმა განაცხადა სეისმური კვლევების დაწყების შესახებ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, იმ რაიონში, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე საარტილერიო სწავლებებს გამართავს - შელფის სადავო რაიონში სეისმოდაზვერვის გამო საბერძნეთთან დაწყებული გამწვავების ფონზე.

პოლიტიკისთვის და არა ხალხისთვის: რას მისცემს გაზის ახალი საბადოები თურქეთს?

ამის შესახებ ქვეყანამ შაბათს საერთაშორისო შეტყობინება Navtex გამოაქვეყნა, წერს РИА Новости.

გემების კაპიტნებს მიეცათ რეკომენდაცია თავი მოარიდონ სწავლების რაიონს.

თურქულ-ბერძნული ურთიერთობების მორიგი გამწვავება აგვისტოში მოხდა. თურქეთმა განაცხადა, რომ მისმა გემმა Oruç Reis დაიწყო სეისმური კვლევები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. საუბარია იმ რაიონზე, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს.

სეისმოდაზვერვის შესახებ შეტყობინება Navtex-ის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიკრიბება საბერძნეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. საბერძნეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.