ყვითელი ამბები

„100 კილოგრამს ვიწონიდი“ - ეკა ხოფერია ძველ, შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია პირველი ქალიშვილის გაჩენას იხსენებს. მისი თქმით, ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებული არც ერთი სურათი არ მოეპოვება, ვინაიდან 100 კილოგრამს იწონიდა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ცნობილი ჟურნალისტი წლების წინ.
Sputnik

„ის 19 წლის წინ გაჩნდა. აქ დაახლოებით 6 თვისაა... ფოტოები, როდესაც მას მუცელში ვატარებდი, არ არსებობს, ვინაიდან 100 კილო ვიყავი“, - დაწერა ეკა ხოფერიამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე. პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა.

პოპულარული დედის პოპულარული ქალიშვილი ანანო ლევიძე დიდ ყურადღებას იქცევს. გოგონა საზღვარგარეთ სწავლობს. ოჯახის წევრებს იშვიათად ხვდება, თუმცა ქვეყნის გარეთ მათი გაერთიანება უზარმაზარ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. About last week – ამ „ჰეშთეგით“ სურათი ცნობილმა ჟურნალისტმა და „სითის“ რედაქტორმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ეკა ხოფერია შეუდარებელ ქალიშვილთან ერთად ელეგანტურ ფორმაში მადრიდში პოზირებს. დედა-შვილის გარეგნობას უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკა ხოფერიას და ანანოს ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებთ, ეკას თქმით მას მამასთან სულ სხვა ემოციები აქვს და ისინი დიდი მეგობრები არიან.

ეკა ხოფერია გულახდილ პოსტში ამბობს, რომ წლების წინ ის 100 კილოგრამს იწონიდა და ანანო ლევიძეზე ფეხმძიმობას მალავდა. საკუთარი სხეული არ მოსწონდა და დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ფორმების დასაბრუნებლად. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ ეკა ხოფერიას აღნიშნული წონა არ ეტყობოდა. გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც ანანო 6 თვისაა, ეკა ხოფერია საკმაოდ გამხდარია. ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან. მიშას და ეკას ორი ვაჟი ჰყავთ.