საზარელი შემთხვევა: გარდაიცვალა ექვსი წლის ბავშვი, რომელსაც დედა ავტომობილით დაეჯახა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედას ავტომობილი საკუთარ ეზოში შეჰყავდა, რა დროსაც შემთხვევით მას დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.