ყვითელი ამბები

ჩცდ-ის „ბარბარიკა“ დაინიშნა – ნახეთ ვინ არის გოგონას რჩეული – ულამაზესი წყვილის ფოტოები

წყვილმა მთელი ზაფხული ერთად გაატარა და, როგორც ჩანს, მაშინ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. ნახეთ რომანტიკული ფოტოები.
Sputnik

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრაზე“ მიჰყავდა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა.

ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე „ახალი“ ბარბარიკა მანტკავა.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

სოციალურ ქსელში ბოლო დროს თაკო ხშირად ჩნდებოდა სიმპათიურ მამაკაცთან ერთად, რომელთან ერთადაც თითქმის მთელი ზაფხული გაატარა. და 13 აგვისტოს წყვილმა ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა – ისინი დაინიშნენ და ახლა მეგობრების მილოცვებს იღებენ.

თაკოს რჩეული, როგორც ირკვევა, პროფესიით ექიმი ლევან ნარეშელია. წყვილი, სავარაუდოდ, მალე ქორწილსაც აპირებს. ვუსურვებთ მათ ბედნიერებას და ულევ სიხარულს.