ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე: გამოჯანმრთელებამდე ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი
© Sputnik
„ორ ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. თუმცა მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან.