თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თეთრმა სახლმა რუსეთი სირიაში დეკონფლიქტიზაციის პროტოკოლის დარღვევაში — ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირებაში დაადანაშაულა, იუწყება რადიო Sputnik.
„რუსული ავტომობილი კოალიციის ჯავშნიან მანქანას შეეჯახა სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთში, რამაც ეკიპაჟის წევრების ტრავმირება გამოიწვია“, — ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ჯონ ულიოტის განცხადებაში.
მისი თქმით, ამერიკულმა ჯავშანმანქანამ შემთხვევის ადგილი დატოვა, რათა კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ.
ვაშინგტონში განაცხადეს, რომ „ასეთი სახიფათო და არაპროფესიონალური ქმედებები“ ეწინააღმდეგება რუსულ–ამერიკულ შეთანხმებას კონფლიქტების აღკვეთის შესახებ.
ულიოტის განმარტებით, აშშ-ს არ სურს ესკალაცია, მაგრამ მას „აქვს მტრული მოქმედებებისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლება“.
რუსულმა მხარემ ბრალდებებს უპასუხა. როგორც რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, საერთაშორისო კოალიცია წინასწარ იყო გაფრთხილებული სირიაში რუსული კოლონის გავლის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა რუსული პატრულის ბლოკირება მაინც სცადეს.
- „პასუხად რუსეთის სამხედრო პოლიციამ აუცილებელი ზომები მიიღო ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და დასახული ამოცანის შემდგომი შესრულების მიზნით“, — აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მოხდართან დაკავშირებით რადიო Sputnik-ის ეთერში კომენტარი გააკეთა ექსპერტთა საბჭო „რუსეთის ოფიცრების“ სამხედრო პოლიტოლოგმა ალექსანდრ პერენჯიევმა.
მისი თქმით, ამერიკულ მხარეს ჩამოუყალიბდა გარკვეული პრაქტიკა: დაადანაშაულოს ოპონენტი იმ ქმედებებში, რომლებიც მას არ ჩაუდენია.
„შეერთებულმა შტატებმა თაღლითური ტაქტიკა აირჩია: ისინი თავად არღვევენ ამა თუ იმ შეთანხმებას და მაშინვე რუსეთს ესხმიან თავს ბრალდებებით. ანუ მუშაობს პრონციპი „საუკეთესო თავდაცვა — თავდასხმაა“. მათ სურთ, რომ ჩვენ თავი ვიმართლოთ... ეს ძალიან ეშმაკური თაღლითური ტაქტიკაა, რომელსაც აუცილებლად უნდა აეხადოს ნიღაბი“, — განაცხადა ექსპერტმა.
პერენჯიევის თქმით, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამერიკელები რუსეთის დადანაშაულებას ცდილობენ, სწორედ თავად მიუძღვით ბრალი.
„როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის. ისე ატრიალებენ საერთაშორისო სამართალს, როგორც უნდათ“, — ამბობს პერენჯიევი.