პარლამენტი გადაწყვეტს, მოუწევს თუ არა ნარკოშემოწმების გავლა დეპუტატობის ყველა კანდიდატს

შესწორებების თანახმად, მეორე ტურის ჩატარება გათვალისწინებული იქნება არა 25 დღის შემმდეგ, არამედ პირველი ტურის მერე მესამე შაბათს
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ახალი შესწორებები შევიდა საარჩევნო კოდექსში, რომლებიც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურსა და მომავალი დეპუტატების ნარკოტიკების მოხმარებაზე შემოწმების საკითხებს არეგულირებს.

პირველი არხის ინფორმაციით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნარკოლოგიურ შემოწმება ამიერიდან უნდა გაიაროს დეპუტატობის ყველა კანდიდატმა და არა მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

თუმცა მიიღებს თუ არა ამ ნორმას პარლამენტი, უცნობია. პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რადგან ჩათვალა, რომ დეპუტატების შემოწმება და დადებითი ანალიზის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ძირითად კანონს ეწინააღმდეგება.

მეორე ნორმა, რომლის შეცვლასაც აპირებს საკანონმდებლო ორგანო, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღს ეხება.

მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%–ზე მეტი და წარმოდგენილია ორი კანდიდატი საუკეთესო შედეგებით პირველ ტურში.

შესწორებების თანახმად, მეორე ტური უნდა ჩატარდეს არა პირველი ტურიდან 25 დღის შემდეგ, არამედ პირველი ტურიდან მესამე შაბათს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს იმართება.