სიონის ტაძარში ავტოკატასტროფაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სიონის საკათედრო ტაძარში ხევსურეთში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

პანაშვიდი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.

კვირას, 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი გადარჩა, რომლებიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

ხევსურეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.