მოდელმა ლიკუნა ხაჭაპურიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ საყვარელ ადამიანზე გათხოვდა, „ინსტაგრამზე“ რომანტიული ვიდეო გამოაქვეყნა. „სიყვარული“ ასე დაასათაურა მოდელმა ვიდეო, სადაც წყვილის ბედნიერი მომენტებია გაერთიანებული.
შარშან სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადასაღებად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, შედეგად კი ფოტოობიექტივშიც მოხვდა.
როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. „აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ, ალბათ ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.