ერევანში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – ფოტო

Sputnik

ტრაგედია დილით ადრე მოხდა კანაკერ-ზეითუნის რაიონში. კორპუსის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა. დიდი დანაკარგების თავიდან აცილება იმის წყალობით მოხდა, რომ აფეთქება მოხდა იმ მხარეს, საითაც განლაგებულია სამზარეულოები და აივნები, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 19 ადამიანი გამოიყვანეს.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 56 წლის მამაკაცი. კორპუსის ორმა მცხოვრებმა დაზიანებები მიიღო, ერთ-ერთ მათგანს ძლიერი დამწვრობები აქვს.

აფეთქების ტალღამ მეზობელი სახლიც დააზიანა.

1 / 14
ერევანში რაინისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
2 / 14
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა
3 / 14
მაშველებმა 19 ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს
4 / 14
აფეთქების შედეგად დაიღუპა 56 წლის მამაკაცი
5 / 14
ორმა მაცხოვრებელმა მიიღო დაზიანებები და დამწვრობები
6 / 14
ნანგრევებიდან გამოყვანილებს შორის არის ორი ჩვილი ბავშვი
7 / 14
შემთხვევის ადგილზე მივიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს ცოლაკიანი და ერევნის მერის მრჩეველი კამო არეიანი
8 / 14
ასევე ერევნის მერი აიკ მარითიანი
9 / 14
აფეთქების ტალღამ მეზობელი სახლიც დააზიანა
10 / 14
ამ დროისათვის სახლის სეისმომდგრადობის შემოწმება მიმდინარეობს
11 / 14
წინასწარი ინფორმაციით, პირველი სამი სადარბაზოს ბინები უსაფრთხოა
12 / 14
მიმდინარეობს მეოთხე სადარბაზოს ბინების შემოწმება
13 / 14
ჰუმანიტარული რეაგირების სომხურ-რუსული ცენტრის სპეციალისტები აფეთქების ადგილზე
14 / 14
აფეთქება მოხდა მეხუთე სადარბაზოში, რომელიც ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია