თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტს, რომელიც ახლა 56 წლისაა, 27 წლის მეგობარი გოგონა ჰყავს, იუწყება Daily Mail წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გერმანელ მოდელზე ნიკოლ პოტურალსკიზე, რომელიც ბრედ პიტთან ერთადაა სამოგზაუროდ წასული საფანგეთის სამხრეთში. სწორედ ამ მოგზაურობის დროს შენიშნა წყვილი თვითმხილველმა, რომლის თქმითაც ბრედი და ნიკოლი შეყვარებული მოზარდებივით იქცეოდნენ.
„ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ სახალხოდ და ბრედს, როგორც ჩანს, არ ეშინოდა, რომ ვინმე იცნობდა. მისი მხლებელი გოგონა ძალიან ლამაზი და აშკარად მასზე ძალიან პატარა იყო“, — ამბობს წყარო.
ნიკოლის შესახებ ცნობილია, რომ მას ჰყავს შვილი, იცის ხუთი ენა და არის ზვიგენების გადარჩენის ორგანიზაციის დამფუძნებელი.
ჟურნალისტებმა ბრედ პიტის ახალ პასიას ანჯელინა ჯოლის ასლი უწოდეს, რომელსაც მსახიობი 2016 წელს გაეყარა.