თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-ში პირველი მატჩი ჩაატარა

შენგელია „ცსკა“-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-ს შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

„ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით": თორნიკე შენგელია „ცსკა“-ს კალათბურთელია!

ამხანაგურ შეხვედრაში „ცსკა“ „რუნას“ დაუპირისპირდა და 102:67 მოუგო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 14 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს „ცსკა“ მოსკოვის „მბა“-სთან 29 აგვისტოს გამართავს.

თორნიკე შენგელია „ცსკა“-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა. ამ სეზონში ის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი კალათბურთელის კონტრაქტი მოსკოვის კლუბთან სამ წელზეა გათვლილი.