კრემლი კომენტარს არ გააკეთებს: პესკოვმა ბელარუსზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

ბელარუსში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შეფასება რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და სანქციებს აწესებს

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი არც პრორუსული და არც ანტირუსული ხასიათის არ არის.

„მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცველი ორგანოების ამა თუ იმ ქმედების შეფასება, რომლებსაც წესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია აკისრიათ, ჩვენი მეზობელი და მოკავშირე ბელორუსიის საშინაო საქმეებში ჩარევა იქნებოდა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამგვარად უპასუხა მან მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვას, „როგორ აფასებს კრემლი ტიხანოვსკაიას სიტყვებს, რომ რესპუბლიკაში მშვიდობიანი რევოლუცია ხდება“.

ბელარუსში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოაცხადა ხმათა 80,1%-ით. ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში რეალურად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ პროტესტის პირველ დღეებში 6,7 ათასი ადამიანი დააკავა. არეულობაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა, ხოლო აქციების ოთხი მონაწილე გარდაიცვალა.