დამნაშავეა... ქათამი: ოზურგეთში 73 წლის მამაკაცი საკუთარმა ბიძაშვილმა დაჭრა

დაპირისპირება დაშავებულის ქათამმა გამოიწვია, რომელიც მისი ბიძაშვილის ბოსტანში გადაიპარა და მას პომიდორი შეუჭამა.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთში 73 წლის მამაკაცი მისმა ბიძაშვილმა სანადირო თოფით დაჭრა, იუწყება ტელეარხი „TV პირველი“.

დამნაშავეა ქათამი: რა მოხდა დუისელებსა და მატნელებს შორის>>

შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გუშინ, საღამოს მოხდა.

ერასტი ლომჯარიას ჭრილობები სანადირო თოფით ორივე ფეხზე აქვს მიყენებული. ის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პანკისელი ქათმის გამო დაწყებული ჩხუბი სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდა

დაჭრილი მამაკაცის მეუღლის მნფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ერასტი ლომჯარიას ქათამი გახდა, რომელიც ბიძაშვილის ბოსტანში შეიპარა და მას პომიდორი შეუჭამა.

„ქათამი ორი დღის წინ გადავიდა, მერე კიდევ გადავიდა და ამის გამო გაბრაზდა. ისე უბრად იყვნენ ერთმანეთთან და მეტი არაფერი“, – განუცხადა ტელეკომპანიას დაზარალებულის მეუღლემ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

ტელეკომპანიის ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს.