ბურჯანაძე: ვიღებთ ვალდებულებას, პატივი ვცეთ ჩვენი მოქალაქეების თითოეულ ხმას

პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებში ხმების დაცვაზე საუბრობს.
Sputnik
ბურჯანაძე: ვიღებთ ვალდებულებას, პატივი ვცეთ ჩვენი მოქალაქეების თითოეულ ხმას
„პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი სპექტრი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული იმისდა მიუხედავად, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა. ჩვენ ამით დავადასტურეთ, რომ ვიღებთ ვალდებულებას, პატივი ვცეთ ჩვენი მოქალაქეების თითოეულ ხმას“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ორი დღის წინ 26-მა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დაცვას გულისხმობს.