რამდენიმე თვის წინ გოგიჩაიშვილების ოჯახში ტრაგიკული ისტორია დატრიალდა. დიდებისა და პატარების საყვარელი ტელესახე გიორგი გოგიჩაიშვილი, უმეტესობისთვის - გოგიჩა სიმსივნისგან გარდაიცვალა. ამჯერად ნახეთ, რა მოუმზადა უმცროსმა დამ უფროსს - ვიდეო სოციალური ქსელიდან, რომელსაც ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდი სიყვარულით აქვეყნებს. მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მოდელის დაბადების დღეზე „ზარაფხანის“ მფლობელმა ნიკა ნაყოფიამ შეყვარებულს ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. სწორედ ნიკასთან სტუმრობამ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ნანუკამ დის მიერ მომზადებული მარწყვის ტარტის ვიდეო გაასაჯაროვა.
„ნინის სიურპრიზი ოჯახს" - ამ სიტყვებით იწყება ნანუკა გოგიჩაიშვილის ვიდეო. აღნიშნული კადრები მანქანაშია გადაღებული. დები ქმრის და სიძის ოჯახს სტუმრობენ, რისთვისაც საგანგებოდ მოემზადნენ. ნინი გოგიჩაიშვილმა თვითიზოლაციის პირობებში კულინარიული ნიჭი გამოავლინა და ტორტების გამოცხობას ნამდვილი კონდიტერივით შეუდგა. შედეგიც სახეზეა - მარწყვის ტარტი მადისაღმძვრელად გამოიყურება. "ეს გაგვიკეთა ნინიმ" - ამბობს ნანუკა.
ნანუკასთვის ეს პირველი ოჯახია, ნიკასთვის კი მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მან წლების წინ ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი მალე დაშორდნენ. ხათუნა სხირტლაძე მეორედ დაოჯახდა, ნიკოლოზ ნაყოფიამ კი „ზარაფხანის“ ბიზნესის განვითარება დაიწყო და საქმეს წარმატებით შეუდგა. ნინი, ნანუკა და ნანუკას მეორე ნახევარი ერთად ხშირად მოგზაურობენ, კორონავირუსის პირობებში კი ისინი ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ.